მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისივე თქმით, მათ შორის 23 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“გამოვლინდა კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი. 3542 პაციენტი მკურნალობას აგრძელებს. აქედან 25 კრიტიკულია, 23 მათ შორის მართვით სუნთქვაზეა. 7 ადამიანი, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი”, – აღნიშნა ენდელაძემ.