არჩილ თალაკვაძემ ჯემალ ჭკუასელს პარლამენტის სახელით 85 წლის იუბილე მიულოცა
„საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ ბატონ ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილეს. იგი არის საამაყო მამულიშვილი და ქართული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ელჩი მთელს მსოფლიოში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს სახალხო არტისტის, ცნობილი ქორეოგრაფის, ჯემალ ჭკუასელის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ანსამბლ „ერისიონის” ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა.