საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5552-ს შეადგენს. 2054 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5637 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები