კობა გვენეტაძე: საინვესტიციო საქმიანობის დამტკიცებული დოკუმენტი ყველა არსებულ მოთხოვნას პასუხობს
“ის მუშაობა, რომელიც იქნა გაწეული, იყო ძალიან პროდუქტიული და მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც ყველა არსებულ მოთხოვნას პასუხობს”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საპენსიო სააგენტოს მიერ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების საკითხზე განაცხადა.
გვენეტაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს მიერ აკუმულირებული თანხების ინვესტირებას.
„დღეს საპენსიო სააგენტომ წარადგინა საინვესტიციო საქმიანობის დამტკიცებული დოკუმენტი. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს და განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს მიერ აკუმულირებული თანხების ინვესტირებას. ეროვნული ბანკის, როგორც ამ სფეროს რეგულატორის ფუნქცია არის ის, რომ ეს დოკუმენტი შესაბამისობაში იყოს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონთან, ამავე დროს, ეროვნული ბანკის რეგულაციებსა და წესებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ის მუშაობა, რომელიც იქნა გაწეული, იყო ძალიან პროდუქტიული და მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც ყველა არსებულ მოთხოვნას პასუხობს“, – განაცხადა გვენეტაძემ.