გიორგი გახარია, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატო-ში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია 29-30 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატო-ს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

29 სექტემბერს პრემიერმინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ მარგარიტის სხინასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ-მარია სასოლისთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელთან ასევე ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის წევრებთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ნათია მეზვრიშვილი იმყოფებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები