თამარ გაბუნია: პირი, რომელსაც კორონავირუსზე ტესტირების დღიდან გაუვიდა მეთორმეტე დღე და სიმპტომები არ აღენიშნება, ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული

“პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა მეთორმეტე დღე და სიმპტომები არ აღენიშნება, ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია სოციალურ აქტივობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე დაუბრუნდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, გაბუნიას თქმით, პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოებში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის ცამეტი დღე, რაშიც იგულისხმება, 10 დღე სიმპტომების პერიოდი და სამი დღე უსიმპტომო პერიოდი.

„მსოფლიოში ამასთან დაკავშირებით უკვე შეცვლილია რეკომენდაციები. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში ადამიანი პრაქტიკულად, გადამდები აღარ არის, ტესტი შეიძლება დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი, მინიმალურია ან პრაქტიკულად, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სქემა, რომელსაც დღეს განვიხილავთ და რაც იქნება ასახული ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას. მეთორმეტე დღეს, პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა მეთორმეტე დღე და სიმპტომები არ აღენიშნება, ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას, ტესტირების, პოლიმელაზურ-ჯაჭვური ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე.

პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოებში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის ცამეტი დღე, რაშიც იგულისხმება, 10 დღე სიმპტომების პერიოდი და სამი დღე უსიმპტომო პერიოდი. ამასთან, შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ კლინიკურად რამდენად მზად არის პაციენტი ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით, ასეთი პაციენტებიც მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე დღიდან, თუ სამი დღე არის სიმპტომებისგან თავისუფალი, ითვლება, რომ აღარ წარმოადგენენ რისკს“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები