კორონავირუსით გარდაცვლილ სამივე პაციენტს თანხმლები დაავადებები აღენიშნებოდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ სამივე პაციენტს თანხმლები დაავადებები აღენიშნებოდა.
მისივე თქმით, კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა.
„გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი – აჭარაში – 65 წლის და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მეორეს – ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისში გარდაიცვალა ერთი ქალბატონი – 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი“, – განაცხადა ენდელაძემ.