ფილმ “შინდისის” ჩვენებას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლები დაესწრნენ

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი – იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახემწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე   დოკუმენტური ფილმის -“შინდისი” ჩვენებას დაესწრნენ.
ფილმში მოთხრობილია 2008 წლის 11 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორია.
ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ფილმის ავტორი და პროდიუსერი – ედმონდ მინაშვილი, დაღუპული გმირების ოჯახისწევრები და ახლობლები.
ფილმის ჩვენება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო.
ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების დაცვით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები