რუსლან აბაშიძე: ყველაფერს გავაკეთებთ აფხაზეთის დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანებისთვის, რათა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება ერთიან, ძლიერ საქართველოში

„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში – სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა”,- ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ განაცხადა.

აბაშიძის თქმით, მშვიდობიანი გზებით უთანხმოების მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია.

„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოსამოჭრა უახლეს ისტორიაში – სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ყველა მსხვერპლს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს. მიმდინარე ოკუპაციის, არსებული სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს უმთავრესს პრიორიტეტს კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკა წარმოადგენს, ვინაიდან მშვიდობიანი გზებით უთანხმოების მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ აფხაზეთის დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანებისთვის, რათა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება ერთიან, ძლიერ საქართველოში”, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები