თეა ახვლედიანი: ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლება საქართველოს უწყებებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების საკითხს ეხმაურება.

„ნამდვილად მისასალმებელი და აღსანიშნავია დღევანდელი ფაქტი, რომ ხვიჩა მღებრიშვილი გათავისუფლდა უკანონო პატიმრობიდან. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ერთობლივად გაწეული ძალისხმევის შედეგს. სამწუხაროდ, კვლავ რჩებიან უკანონო პატიმრობაში ჩვენი სხვა თანამოქალაქეებიც და ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით ძალისხმევას, რათა უახლოეს ხანში მათ შეძლონ, ასევე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები