ირაკლი ანთაძე: ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ძალადობის კვალი არ აღენიშნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
„უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც თავად ამბობს, კარგია. გარემოებებიდან გამომდინარე, იგი ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადაყვანას. ამიტომ, არ მოგვეცა დეტალური საუბრის საშუალება. საკარანტინე პერიოდის შემდეგ, მეტი საშუალება გვექნება და მეტი დეტალი გვეცოდინება. ძალადობის ვიზუალური ნიშნები მას არ აღენიშნება“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
​ცნობისათვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი დღეს გათავისუფლდა. 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა სამ ივლისს დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები