ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი გათავისუფლდა

ოკუპანტების მიერ დაკავებულმა, ხვიჩა მღებრიშვილმა ოკუპირებული ცხინვალი დატოვა. ის ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადასცეს.

ხვიჩა მღებრიშვილს ადგილზე ერგნეთში ზეპირი გამოკითხვის შემდეგ კარანტინში გადაიყვანენ. ის ოჯახს საკარანტინე რეჟიმის გავლის შემდეგ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა სამ ივლისს დააკავეს. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ხვიჩა მღებრიშვილი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლამდე ერთი კვირით ადრე გაათავისუფლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები