დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტის ფოტოები გაუგზავნა, დაკავებულია
“კურიერის” ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტის ფოტოები გაუგზავნა, დაკავებულია.
საქმე ეხება ე.წ სატელიტის ფოტოებს, რომელთა საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იმ ადგილზე, სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს. ფოტოები მიხეილ რამიშვილს “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელმა, დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.
პროკურატურის თქმით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.