თამარ გაბუნია: გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები ძალიან მსგავსი იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები ძალიან მსგავსი იქნება.

მისივე თქმით, მათ შორის განსხვავების გარჩევა ტესტირების გზით იქნება შესაძლებელი.

“გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები ძალიან მსგავსი იქნება. თუმცა, ამის გარჩევა შესაძლებელია ტესტირების გზით. აღსანიშნავია, რომ გრიპის მართვა ბინაზე წარმატებით არის შესაძლებელი. ასევე, დაცვის ის რეკომენდებული  საშუალებები, რომლებიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით უნდა გამოვიყენოთ,  ძალიან კარგია გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლადაც. ამდენად, ხელის ჰიგიენა, პირბადის გამოყენება და ფიზიკური დისტანცირება ის მექანიზმებია, რომელიც ორივე ძალიან კარგად დაგვიცავს. რაც შეეხება გრიპის ვაქცინაციას, ქვეყანაში უკვე ოქტომბერში 135 000 დოზა ვაქცინა იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შესყიდული. სკოლის მოსწავლეების მასიური ვაქცინაცია არც ტარდება და ამის აუცილებლობაც არ არის, რადგან ვაქცინაცია, ძირითადად, მაღალი რისკის ჯგუფებისთვის არის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და ასევე ასაკოვანი ადამიანები. ჯერჯერობით, ჩვენი მომზადება გრიპის ვირუსისთვის იქნება ის, რომ ჩვენი პირადი დაცვის საშუალებები გავააქტიუროთ”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ “დღის კურიერში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები