საქართველოს გენერალური პროკურორი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩ რუდოლფ მიხალკას შეხვდა.
საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის კომპეტენციაში შემავალი საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა განიხილეს.
ირაკლი შოთაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა იმ ექსპერტული დახმარებისთვის, რაც ეუთო-მ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურას აღმოუჩინა.
​შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ეუთო-ს და საქართველოს პროკურატურას შორის დღემდე არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები