მარინა ენდელაძე: ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვებიც მკურნალობენ, მათ შორის ერთი სამი თვისაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, პაციენტებს შორის ბავშვებიც არიან.

“ჩვენს ცენტრში 32 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ვფიქრობთ, რომ პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება. გვყავს ბავშვებიც. ერთი სამი თვის ბავშვია, მაგრამ ამ ეტაპზე მძიმე არ არის და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – აღნიშნა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები