ჯასტინ ტრუდო: კანადაში კორონავირუსის მეორე ტალღაა
‘კანადაში კორონავირუსის მეორე ტალღაა, ვითარება კი შესაძლოა, კიდევ გაუარესდეს, თუ იზოლაციის რეკომენდაციებს არ მივმართავთ”, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
მისი თქმით, მეორე ტალღის ნიშნებია ქვეყნის ოთხ მსხვილ პროვინციაში.
“ვარდნის ზღვარზე ვიმყოფებით, რომელიც შემოდგომაზე გაცილებით უარესი შეიძლება, იყოს. გვაქვს შესაძლებლობა, მეორე ტალღა კონტროლზე ავიყვანოთ. ვიცი, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია”, – განაცხადა ტრუდომ.
კანადაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, საშუალოდ 1 123 შემთხვევა ფიქსირდება მაშინ, როდესაც აგვისტოში 380 ინფიცირებული ვლინდებოდა.
პანდემიის დაწყებიდან კანადაში 149 939 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 9 294 პირი ემსხვერპლა, 129 850 განიკურნა.