მარინა ეზუგბაია: აჭარაში 141 პაციენტი ვნახე, 80%-ზე მეტი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აჭარაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე უკვე მეორე დღეა ბათუმში იმყოფება.

მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

“აჭარაში ვიმყოფები უკვე მეორე დღეა. უნდა ჩავატარო ტრენინგები. ვიმუშავე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან. დღეს 141 პაციენტი ვნახე, 80% -ზე მეტი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულია 9-ის მდგომარეობა”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები