კელი დეგნანი: რუსეთისგან სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში საზიანო ქმედებები გვინახავს, არის იმის შესაძლებლობა, რომ იგივე საქართველოში გააგრძელოს

“დეზინფორმაციის თემასთან დაკავშირებით, ჩვენ რუსეთისგან გვინახავს საზიანო ქმედებები სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, არის იმის შესაძლებლობა, რომ იგივე საქართველოში გააგრძელოს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და საზოგადოება ამ საკითხს სერიოზულად ეკიდება.

“რა თქმა უნდა, ყველა ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს, რადგან მაღალი მოლოდინი არსებობს. რაც შეეხება დეზინფორმაციის თემას, ჩვენ რუსეთისგან გვინახავს ასეთი ტიპის საზიანო ქმედებები სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, ევროპასა და ასევე, აშშ-ში. შესაბამისად, ალბათ, არის იმის შესაძლებლობა, რომ იგივე გააგრძელოს საქართველოში. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად უდგება და ასევე საზოგადოებაც. ძალიან მნიშვნელოვანია არასწორ ინფორმაციაზე სწორი რეაგირება და იმ საკითხისადმი სიფრთხილე, რაც ქვეყნის საზიანოდ არის მიმართული”, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები