ქუთაისში კოვიდინფექციისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

„კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრი კიდევ სამმა მოზარდმა დატოვა. თითოეულ მათგანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა. „სამმა პაციენტმა დატოვა „კლინიკა ბომონდი“ კლინიკური სიმპტომატიკის გარეშე. სამივე მათგანი ქუთაისის მკვიდრია. ამ დროისათვის, ჩვენს სტაციონარში 14 ბავშვია მოთავსებული. თითოეულ მათგანს კორონავირუსი დადასტურებული აქვს, თუმცა უსიმპტომო პაციენტები არიან. გვყავს პაციენტები ქუთაისიდან, ქობულეთიდან, ბათუმიდან და ვანიდან. დამატებით ველოდებით კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას. უკვე გაწერილ პაციენტებს ეძლევათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია. ასევე, აუცილებელია დაიცვან ჰიგიენა, დისტანცია და ატარონ ნიღაბი,“- ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ედიშერ ასათიანი. „კლინიკა ბომონდის” კოვიდცენტრში ამ დროისათვის, 90-მდე პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის არის ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და 9 ორსული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები