შოთა არველაძე: სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა, დღეს PCR ტესტი გავიკეთე და საბოლოო პასუხს ველოდები

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

არველაძის თქმით, მან დღეს PCR ტესტი გაიკეთა და საბოლოო პასუხს ელოდება.

“სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხოვრებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისა და ყურადღებისთვის”, – წერს არველაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები