თამარ ბაჩალიაშვილის დედა: გამოძიების ვერსია სარწმუნო იმ შემთხვევაში იქნება, თუ საპირისპირო ფოტომასალას დამიდებენ, მაშინ ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა

“ჩემთვის გამოძიების ვერსია სარწმუნო იმ შემთხვევაში იქნება, თუკი საპირისპირო ფოტომასალას დამიდებენ სატელიტიდან და ფოტოზე იქნება თამარის მანქანა. მაშინ ხელებს ავწევ, საჯაროდ ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა და ვიგლოვებ შვილს”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად მივიდა, სადაც ამ წუთებში მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

თამაზაშვილის თქმით, მკვლელების ნაცვლად ადვოკატებს ებრძვიან.

“მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად მოვედი, რადგან ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი, რომ ადვოკატს წაართვან ტელეფონი. იმის ნაცვლად, რომ მკვლელები ეძებონ, იმის მაგივრად – რომ მკვლელებს ებრძოლონ, ებრძვიან ადვოკატს, თვალებში ნაცარს გვაყრიან და ამბობენ, რომ ერთი მხარე ვართ. როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა, დიდი ხანია, უნდათ მიხეილ რამიშვილის ჩამოშორება და ახლა საბაბი მიეცათ. მან დაასახელა წყარო, რომ არ ეთქვა, კიდევ მესმის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე წყაროს ვეძებთ და ამიტომ ამოვიღეთ ტელეფონიო, რომ ეთქვათ, თუმცა, ამაზე გამოძიებას ინფორმაცია ჰქონდა და ბატონ დავითმაც დაასახელა წყარო, საჯაროდ თქვა, რომ გაასაჯაროვეთ წყაროს ვინაობაო და რატომ არ ასაჯაროებენ? ალბათ, მათ ინტერესებში არ შედის ამის გასაჯაროება”, – განაცხადა თამაზაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები