რა დაავადებები აღენიშნებოდა კორონავირუსისგან გარდაცვლილ 24-ე პაციენტს – მარინა ენდელაძის განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი 24-ე პაციენტი 70 წლის მამაკაცია.

მისივე თქმით, პაციენტს მძიმე თანხმლები დაავადებები აღენიშნებოდა.

“დღეს, დილის 8 საათისთვის გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 70 წლის მამაკაცი. პაციენტი ონკოლოგიური იყო, ხორხის კიბოს გამო იყო ახალი ნაოპერაციევი, ჰქონდა მძიმე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა,  მარჯვენა ფილტვის ქვედაწილოვანი თრომბოემბოლია, იყო გულოზური ემფიზემით. მისი მდგომარეობა კორონავირუსის მხრივ გარკვეულწილად გაუმჯობესდა, რადგან 3 და 4 სექტემბერს პასუხი იყო უარყოფითი, ორჯერადი დატესტვის შედეგ კვლავ გავიმეორეთ 11 სექტემბერს, პასუხი ისევ უარყოფითი იყო, მაგრამ მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, რაც შეეხება ონკოლოგიურ პათოლოგიას და კიდევ მრავალ სხვა პათოლოგიას, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.  თავისი მძიმე ფონური მდგომარეობის გამო ვითარება გაუარესდა და ფილტვის აფსესი ჩამოყალიბდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კრიტიკული იყო და გარდაიცვალა. ჩვენს კლინიკაში 18 აგვისტოს იყო შემოსული”, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები