ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა
ოკუპირებულ აფხაზეთში, 22 სექტემბრის მდგომარეობით, კოვიდ 19-ის 59 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ე.წ. რესპუბლიკაში უკვე 1054 დადასტურებული შემთხვევაა.
გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 100 ადამიანი მკურნალობს, მათგან 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 31-ის საშუალო სიმძიმის არის.
ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსის დამარცხება 6-მა პირმა შეძლო, ჯამურად, 311 გამოჯანმრთელებულია. ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა.