ლარი დოლართან მიმართებით 0.0242 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0242 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.2537 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2295 ღირდა.
0.0217 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.8267 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8050 იყო.