თბილისში მამაკაცი მეზობელ ბიჭუნას სისტემატიურად აუპატიურებდა – შსს-მ დამნაშავე დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების  15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო  აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და, მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებითა და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები