მარინა ენდელაძე: კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარას, 47 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარას უკავშირდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

“218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 137 არის აჭარა, 47 თბილისი, 6 სამეგრელო-ზემო სვანეთი, 26 იმერეთი, 2 კი გურიის ახალი შემთხვევაა.

გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი. ამ ეტაპზე, 16 კრიტიკულად მძიმეა.

ჩვენს კლინიკაში 33 პაციენტია მოთავსებული. ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა”, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები