ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მედია ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“225 მოქალაქეს ჩაუტარდა კორონავირუსის ინფექციაზე ტესტირება, 61 მათგანში დადასტურებულია COVID-19-ის დიაგნოზი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 939-ს შეადგენს. აქედან 255 პაციენტი გამოჯანმრთელდა, შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.