ხვალ „ქართული ოცნება” მოსახლეობას სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს

ხვალ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მოსახლეობას სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“19 სექტემბერს, 13:00 საათზე მმართველი პარტია ვანის მოსახლეობას სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გივი ჭიჭინაძეს წარუდგენს.

წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე, პრემიერმინისტრი  – გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
14:25 საათზე „ქართული ოცნება” გივი ჭიჭინაძეს სამტრედიის მოსახლეობას წარადგენს.
15:15 საათზე გივი ჭიჭინაძის წარდგენა გაიმართება ხონში.

16:30 საათზე მმართველი გუნდი გივი ჭიჭინაძეს წყალტუბოში წარადგენს.

​ღონისძიების გასაშუქებლად, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტით მოგვაწოდოთ მედიასაშუალების წარმომადგენელთა მონაცემები”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები