საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ მეხანძრე-მაშველს ,,კოვიდ-19,, დაუდასტურდა
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ მეხანძრე-მაშველს ,,კოვიდ-19,, დაუდასტურდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილებების თანამშრომლების გეგმიური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და იყო დადებითი.
ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილნი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ. მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილნი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ.
სახანძრო-სამაშველო შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია”, -აღნიშნულია განცხადებაში.