ამირან გამყრელიძე: შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა მეტი იყოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა მეტი იყოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ამირან გამყრელიძის თქმით, სახელმწიფოს გრიპის ვაქცინის 4-კომპონენტიანი 135 000 დოზა აქვს შეძენილი.

„შეკვეთილი, ხელმოწერილი და ნაყიდი გვაქვს გრიპის ვაქცინის 4-კომპონენტიანი 135 000 დოზა, რომელიც გაუკეთდება რისკჯგუფებს, რისკჯგუფები კი განისაზღვრება საბჭოს დადგენილებით. გრიპის ვაქცინა კერძო სექტორსაც ექნება. ახლა ვცდილობთ, გავზარდოთ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინების მარაგი, ძალიან ბევრ მწარმოებელთან გვაქვს კონტაქტი. შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა მეტი იყოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა. შარშან გვქონდა ნაყიდი 100 ათასი გირპის ვაქცინის დოზა, იქედან ძალიან ცოტა დაგვრჩა იმიტომ, რომ არ მოვიდა რისკჯგუფების ნაწილი. წელს 135 ათასი გრიპის ვაქცინა შევიძინეთ და ვცდილობთ, ეს დოზები, სულ მცირე, გავაორმაგოთ. ამიტომ, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ შემოდგომის სეზონი შესაძლებელია, უფრო საფრთხილო იყოს, ვიდრე – ზაფხულის სეზონი, რესპირაციული ინფექციები შემოდგომის სეზონზე აქტიურდებიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები