ამირან გამყრელიძე: საქართველო ისევ რჩება ევროპის რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად

“საქართველო ისევ რჩება ევროპის რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

თუმცა, მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება საკმაოდ საყურადღებოა, რაც მეტ სიფრთხილეს საჭიროებს.

„ზოგადად, საერთო გავრცელებისა და ინციდენტობის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო ისევ რჩება ევროპის რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. თუმცა, მოგეხსენებათ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად სამნიშნა ციფრი გვაქვს, ანუ 100-ზე მეტი ყოველდღიური ინფიცირება, რაც საკმაოდ საყურადღებოა და მეტ სიფრთხილეს, მეტ ყურადღებას საჭიროებს მოსახლეობისგან, ასევე, ექიმებისგან და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსგან. ამიტომ, ყველა ზომა ტარდება, განსაკუთრებით – ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში, რომელიც ყველაზე ცხელ წერტილად რჩება, რომ შეჩერდეს და ეს მაჩვენებელი თანდათან უკან წამოვიდეს. ამისთვის ყველაფერი კეთდება, მოგეხსენებათ, ტარდება გაფართოებული ტესტირება.

დღეს დილით, დაახლოებით, 11 ათასამდე PCR ტესტი ჩატარდა ქვეყანაში, ასევე,  დაახლოებით, 1500 სწრაფი ტესტი. ზოგადად, 30 იანვრიდან მოყოლებული ქვეყანაში ჩატარებულია 534 ათასი PCR ტესტი და დაახლოებით 301 ათასი სწრაფი ტესტი. ამ მაჩვენებლებით, ერთ მილიონ მოსახლეზე გადათვლით ჩვენ საკმაოდ კარგი პოზიცია გვაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119 -ს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები