ეკა ქობესაშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე: თითქმის ყველა მწერი ამოიღეს მანქანიდან, ჩატარდება ექსპერტიზა
“თითქმის ყველა მწერი ამოიღეს მანქანიდან, ჩაუტარდება ექსპერტიზა”, – ამის შესახებ “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
იურისტის თქმითვე, აღებულია დნმ-ის ნიმუშებიც.
“აღებული იყო დნმ-ის ნიმუშები, სისხლის წვეთების ნიმუშები, ასევე, მწერების ნიმუშები, თითქმის ყველა მწერი ამოიღეს მანქანიდან, ჩაუტარდებათ ექსპერტიზა და მოხდება შედარება მანქანის პოვნის ადგილზე და ვილა ალგეთიდან ამოღებულ მტკიცებულებებს შორის”, – აღნიშნა ეკა ქობესაშვილმა.
ოჯახის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ საკალმახე ალგეთში ის მწერები ნახეს, რომელიც გარდაცვლილი პროგრამისტის ცხედარზე და ავტომობილში აღმოაჩინეს.