IRI: გამოკითხულთა 56% ამბობს, რომ ხელისუფლების შემცვლელი, ეფექტიანი, ალტერნატიული პარტია არ არსებობს

“საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხელისუფლების შემცვლელ ეფექტიან ალტერნატივად გამოკითხულთა 16% “ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს.

ფიქრობთ თუ არა, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ეფექტიანი ალტერნატივაა ამ არჩევნებზე?

IRI-ის კვლევის მონაწილეთა 56% ამბობს, რომ პარტია არ არსებობს.

სასიკეთო ალტერნატივად გამოკითხულთა 16% “ნაციონალურ მოძრაობას” მიიჩნევს, 9-9% – “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებელს”, 5-5-% “სამოქალაქო მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს”, 4% -ის აზრით, ასეთი “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსია”, 3-3% კი ხელისუფლების ალტერნატივად “გირჩსა და პატრიოტთა ალიანს”, 2 % კი “ლეიბორისტულ პარტიას” მიიჩნევს.

საერთშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ხმის მიცემის უფლების 1500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს ფორმით, 4-დან 21 აგვისტომდე პერიოდში გამოკითხა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები