მარინა ეზუგბაია: ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა კვლავ აუცილებელია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული რეკომენდაციების დაცვა კვლავ ძალაშია.
მისივე თქმით, კორონავირუსის სტატისტიკიდან გამომდინარე აჭარა საყურადღებო რეგიონია.
“ბოლო პერიოდი არის მზარდი. გუშინდელთან შედარებით დღეს ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა. თუ ჩვენ ასეთი დაღმართი გვექნება ეს იქნება კარგი, მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ იქ დაავადების ლოკალიზება მოხდეს. მნიშვნელოვანია რეგულაციების შესრულება, დაწესებულებებში კი ნორმები მაღალი სანიტარული ზომებით უნდა იყოს დაცული.
ჩვენ წინა გამოსვლებში ვთქვით, რომ უნდა განგვესაზღვრა, რამდენი იყო „პისიარ“ ტესტების რაოდენობა. 1506, რომელიც მე წინა დღეებში გამოვაცხადე, გახლავთ დღეში სწრაფი ტესტების რაოდენობა, რომელსაც ძირითადად უტარებენ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს, ხოლო „პისიარ“ ტესტების რაოდენობა 16 აგვისტოს შემდეგ მზარდია, დღეში იყო დაახლოებით, 7 000 და 16 სექტემბრის მონაცემებით, ჩატარებული გახლდათ 11 125 „პისიარ“ ტესტი”,- განაცხადა ეზუგბაიამ.