ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში “კოვიდ 19”-ის სტატისტიკა 30-ით გაიზარდა, სულ 756 დადასტურებული შემთხვევაა.

გუდაუთის საავადმყოფოში 71 პირი მკურნალობს, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა, 20-ის – საშუალო სიმძიმის.

ბოლო ერთ დღეში ვირუსი 6-მა პაციენტმა დაამარცხა, სულ 198 გამოჯანმრთელებულია.

​ოკუპირებულ ტერიტორიაზე “კოვიდ 19”-ს შვიდი პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები