ეკატერინე ტიკარაძე: სასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ აღინიშნება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ის რაოდენობა არ არის, რომ სასუნთქ აპარატებთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნას.
მისივე თქმით, სასუნთქი აპარატების დეფიციტი დაავადების გავრცელების საწყის ეტაპზეც არ აღინიშნებოდა.
„სასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ აღინიშნება, ეს არ აღინიშნებოდა არც დაავადების გავრცელების დასაწყისში. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამატებით უახლესი და თანამედროვე აპარატურა შევიძინეთ, რომელიც განთავსებულია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე, თბილისისა და სხვა ქალაქების საავადმყოფოებში. აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ის სიმპტომატიკა, რითაც დღესდღეობით პაციენტები განთავსებულნი არიან კლინიკებში, მსუბუქია და ჩვენ არ გვყავს ამ დროისათვის პაციენტების ის რაოდენობა, რომ გარკვეული კრიზისული ზღვარი იყოს სასუნთქ აპარატებთან მიმართებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.