შს მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებით აღნიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის, ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებისა და კონკრეტული მიმართულებებით არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ისრაელის ელჩს სამომავლო თანამშრომლობის ხედვები და მიმართულებები გააცნო.
მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობაზე.