მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმს, 29 თბილისს, დანარჩენი კი სხვა ქალაქებს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 196 შემთხვევიდან 144 ბათუმს, 29 თბილისს, დანარჩენი კი სხვა ქალაქებს უკავშირდება.
მისივე თქმით, კორონავირუსისგან ქვეყანაში 31 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
“ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა, აქედან – 144 არის აჭარა (ბათუმი), ქობულეთი არის 1, 29 თბილისია, ქუთაისი 7, საჩხერე 1, გორი 4, ქვემო ქართლი-გარდაბანი 3, გურიაში, ოზურგეთშია 4 შემთხვევა, ზუგდიდში 2, ფოთში 1, მცხეთაში 1.
დიდი ნაწილი კვლავ აჭარას უკავშირდება. იმედია, მალე მოხდება დაავადების ლოკალიზება.
გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1412-ს შეადგენს.
ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 1309 ადამიანი მკურნალობს.
ჩვენს ცენტრს რაც შეეხება, გვყავს 33 პაციენტი, ერთი კრიტიკულად მძიმეა, სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.