გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი: დაცვის მხარის მოთხოვნა, რომ ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებები მტკიცებულებების ნუსხიდან ამოიღონ, უსაფუძვლოა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, დაცვის მხარის მოთხოვნა, რომ ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებები მათი მტკიცებულებების ნუსხიდან ამოიღონ, უსაფუძვლოა.

“დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს ჩვენი მოსმენა უფრო დიდ ხანს მოუწევს, ვიდრე ჩვენ – მათი. რა თქმა უნდა, ჩვენი შუამდგომლობებით დავიწყებთ სხდომას, რომელიც მათი მტკიცებულებების ნუსხიდან ამორიცხვას შეეხება. რაც შეეხება მოტივაციასა და არგუმენტაციას, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს – საფუძვლიანი, დასაბუთებული არ არის. ისინი ითხოვენ მოწმეების ამორიცხვას, რომელიც უბრალოდ არ აწყობთ, პირდაპირ გეტყვით მათ სხვა მიზეზი არ გააჩნიათ.

ბრალდების მხარე დაცვის მხარის ნუსხიდან იმ მტკიცებულებების ამორიცხვას ითხოვს, რომელიც საქმესთან შემხებლობაში არაა. საუბარია იმ მოწმეებზე, რომლებიც დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ და ვერაფერს ვერ ხედავდნენ, პირველ ეპიზოდსაც კი ვერ ადასტურებენ. ანა გაბეჩავა ამ პიროვნებებს შორის არ არის”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები