მარინა ეზუგბაია: ძირითადად, საყურადღებოა აჭარა, იმედია, დაავადების ლოკალიზება მოხდება
“წინა თვესთან შედარებით, “პისიარ” ტესტებით კვლევების ჩატარება თითქმის გაორმაგებულია. იმედი გვაქვს, რომ ყველა წერტილში, განსაკუთრებით – აჭარაში დაავადების ლოკალიზება მოხდება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების თვალსაზრისით, ძირითადად, საყურადღებოა აჭარა.
“წინა თვესთან შედარებით, “პისიარ” ტესტებით კვლევების ჩატარება თითქმის გაორმაგებულია. იმედი გვაქვს, რომ ყველა წერტილში, განსაკუთრებით – აჭარაში დაავადების ლოკალიზება მოხდება.
რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, 33 პაციენტი გვყავს, ერთი კრიტიკულად მძიმეა, სამი მძიმეა. ქვეყნის მასშტაბით 5 გახლავთ კრიტიკულად მძიმე, ხოლო მძიმე მდგომარეობის მქონე ადამიანი 35-ს, ჯერჯერობით, არ აღემატება. მაგრამ, ალბათ, ეს რიცხვები გაიზრდება. ვიმედოვნებთ, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაავადების პროგრესირებას შეაჩერებს.
ჩვენთან, ძირითადად, საყურადღებოა აჭარა. მკურნალობა და პროტოკოლი არ შეცვლილა. ასიმპტომურ პაციენტს მკურნალობა არ სჭირდება. პრეპარატები მძიმე შემთხვევებში გამოიყენება. პირველ 10 დღეში დაავადებამ შეიძლება, პროგრესირება შეძლოს, ამიტომ, მეთვალყურეობა აუცილებელია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.