პროკურორი: ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი წამლების ანოტაცია გამოძიების მიერ იქნა ამოღებული და, შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო

“მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კონკრეტულ ლოკაციაზე, საიდანაც წარმოადგინა, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე წამლების ანოტაცია, რაც სისხლის სამართლის საქმეს დაერთო”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ბაჩალიაშვილი ამ კონკრეტულ ადგილზე იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, ობიექტური გამოძიების ფარგლებში, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება დაიგეგმა.

“მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კონკრეტულ ლოკაციაზე, საიდანაც წარმოადგინა, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე წამლების ანოტაცია, რაც, ბუნებრივია, ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ, დაერთო სისხლის სამართლის საქმეს შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

ახლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლოკაციას – მიუხედავად იმისა, რომ ამ ლოკაციას არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და არცერთი საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა ამ კონკრეტულ ადგილზე,  ტოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ფარგლებში, დაიგეგმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება და მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა, მონაწილეობა მიიღოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში”, – აღნიშნა ლაშა კოტრიკაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები