ლევან რატიანი: კორონავირუსი ისე წავა სამყაროდან, ვაქცინა არ დასჭირდება
“დადგება მომენტი, როდესაც კორონავირუსთან ბრძოლაში მედიკო-ბიოლოგები გაიმარჯვებენ. ეს ვირუსი ისე წავა სამყაროდან, ვაქცინა არ დასჭირდება”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოში საწოლფონდი გაზრდილია და სრულიად საკმარისია იმ რაოდენობის პაციენტებისთვის, რა რაოდენობაც ამ ეტაპზე ქვეყანას ჰყავს.
„ინფიცირებულთა ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირდაპირ კავშირშია დაავადებულთა ზრდასთან. ჩვენ შეიძლება, ვიყოთ ინფიცირებული, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის მტარებლობა არ ნიშნავს დაავადებულს, მაგრამ თუ ვირუსმა ორგანიზმში გამოიწვია ამა თუ იმ ეტაპზე სხვადასხვა სისტემის ფუნქციის დიზფუნქცია, უკვე ჩნდება დაავადება კლინიკური მანიფესტაციებით. ერთი რამ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა მიერ აზრი არ შეცვლილა, ესაა ადამიანთა 83% შეიძლება უკვე იყოს ინფიცირებული და არა დაავადებული, დანარჩენ 17 პროცენტში ვლინდება დაავადების სიმპტომატიკა, სადაც კრიტიკული პაციენტი 2-3 პროცენტია, რაც მანამდე 4-5 პროცენტი იყო, დანარჩენ 15 პროცენტში ნაწილდება მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაციენტები. შემუშავდა სახლში მკურნალობის პროტოკოლი, ასევე შემუშავდა პროტოკოლი კლინიკაში მოთავსებული პაციენტების, მეხუთე და მერვე დღეს მათი გადაყვანა სტაციონარიდან საკარანტინო ზონებში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი სახელმწიფო შეძლებს და თავის მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლაში მარტო არ დატოვებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.