თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: ყველაფერი უნდა გადამოწმდეს, თუ ობიექტური გამოძიება გვინდა
“სიცრუე უნდა დასრულდეს, ყველა უნდა იყოს დაკითხული, ყველაფერი უნდა გადამოწმდეს, ყველა გზა უნდა ინახოს, თუ გვინდა, რომ ობიექტური გამოძიება იყოს”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ადგილობრივმა მოსახლეობამ გვითხრა, რომ სწორ გზას ვადგავართ და ამ სწორ გზას ბოლომდე გავიყვანთ. ქვეყანაში არასდროს არაფერი არ იმალება, ადგილობრივი მოსახლეობა სწორ გზას მიგვითითებს. ასევე ჩვენებებთან დაკავშირებით მე მჭირდება სივრცე, რომ მოსახლეობას ზუსტად დავანახო, როგორ უნიჭოდ არის გამოძიება მომზადებული, რაც უკავშირდება ე.წ მწყემსების მიერ 5 დღის განმავლობაში იქ გაჩერებული მანქანის პოვნას, რომელიც იქ წარმოუდგენელია მდგარიყო. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ლოკაცია შევცვალოთ და უკვე დეტალურად გადავიდეთ იმ ადგილმდებარეობის მიხედვით, სადაც მიგვითითა ადგილობრივმა მოსახლეობამ; დეტალურად დავიწყოთ ფეხდაფეხ სიარული და ყველა იმ ადგილის გამოკვლევა, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა რომ ავტომობილი იმ ადგილებიდან ყოფილიყო შემთხვევის ადგილზე გადაყვანილი”, -განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.