ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა დასრულდა.
მისივე თქმით, ჯამურად, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა 25 000 განცხადებაა შესული.
“მიმდინარე წლის 9 სექტემბერს დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა. ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად აწარმოა კამპანია, მათ შორის, მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების საშუალებით კონკურსების შესახებ მსურველთა ინფორმირებულობისა და მაქსიმალური ჩართულობის მიზნით. 73 საარჩევნო ოლქის 3657 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა 25 200 განცხადება შევიდა, კონკურსანტთა შორის ქალი არის 19 215, რაც საერთო რაოდენობის 76, 25%-ია, ხოლო კაცი 5985, რაც 23, 75%-ია”, – აღნიშნა მიქელაძემ.