ამირან გამყრელიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სექტორი კორონავირუსის შემთხვევების ამ რაოდენობას ადვილად მართავს

“კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კორონავირუსის შემთხვევების ეს რაოდენობა ამ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ დატვირთვას არ წარმოადგენს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორის მზაობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ეს თებერვალ-მარტში იყო.

“კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ შემთხვევების ეს რაოდენობა ამ ეტაპზე არ წარმოადგენს დიდ ტვირთს ჯანდაცვის სექტორისთვის, ჯანდაცვის სექტორის მზაობა ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე ეს იყო თებერვალ-მარტში. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ამ 8 თვის განმავლობაში. საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სექტორი ადვილად მართავს შემთხვევების ამ რაოდენობას. ერთერთი მთავარი ტენდენცია იქნება მსუბუქი შემთხვევების, ძირითადად, საკარანტინე სივრცეებში მართვის კლინიკაში დიაგნოსტიკის შემდეგ. ეს საკმაოდ განტვირთავს თვითონ ჰოსპიტლებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები