ამირან გამყრელიძე: შემთხვევითი პრინციპით, მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება

“შემთხვევითი პრინციპით, მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ იმ მასწავლებლებს, რომლებიც მწვავე ეპიდსიტუაციის კერებში იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციისკენ მოუწოდა.

„ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლასტერი ყალიბდება ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, რომლის პირველადი წყარო სწორედ სადღესასწაულო ღონისძიებას უკავშირდება. ამიტომ, რადგან სწავლის დაწყებისთვის ემზადება ქვეყანა, რეკომენდებულია, ყველა მასწავლებელმა, ვინც ამ პერიოდში ბოლო 2-3 კვირაა ისვენებდა ან მოგზაურობდა ეპიდსიტუაციის გამწვავების კერებში, პირველ ყოვლისა, აჭარასა და ლეჩხუმში, აუცილებელია, დაიცვას პრევენციული ღონისძიებები, არ გამოცხადდეს 2 კვირის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე და იყვნენ თვითიზოლაციაში. პირველივე სიმპტომზე დაუკავშირდეს 112-ს.

ასევე, იგეგმება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება. ამის გეგმაც მუშავდება და დაიწყება განხორციელება“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები