აშშ-ში მოთოვა (ვიდეო)

აშშ-ის რამდენიმე შტატში მოთოვა.

ნალექი მოვიდა მონტანაში, ვაიომინგში, კოლორადოში, ნებრასკასა და სამხრეთ დაკოტაში.

Stormnews-ის ინფორმაციით, თოვლის გამო, ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგებასა და საავტომობილო მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა.

ამასთან, კოლორადოში ნალექმა ლარიმეის ოლქში ტყის ხანძართან დაკავშირებული ვითარება გააუმჯობესა. ამჟამად ტერიტორიაზე უმნიშვნელო დაკვამლიანება შეინიშნება, თუმცა სინოპტიკოსები 72 საათში მნიშვნელოვან დათბობას პროგნოზირებენ, რის გამოც მოსალოდნელია ცეცხლის ხელახალი გაჩენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები