მარინა ეზუგბაია: თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, ქვეყანაში ხვალ რა სიტუაცია გვექნება

“თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა და ეპიდემიის ხარისხიც”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა უმნიშვნელოვანესია.

“თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, ხვალ რა სიტუაცია გვექნება. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვა. ეს არის რეალობა. თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა და ეპიდემიის ხარისხიც. თუ დავიცავთ სავალდებულო რეგულაციებს, მაშინ ეს პროცესი შეჩერდება. მთავარია, მონაცემები მზარდი არ იყოს.

ჩვენს კლინიკას რაც შეეხება, ჩვენ უკვე თითქმის 10 დღეა, აღვადგინეთ კოვიდპაციენტების მიღება ერთ კორპუსში, სადაც სამუშაოები დამთავრდა და შეგვიძლია, მაქსიმუმ, 30 პაციენტის მიღება. მეორე კორპუსში სამუშაოები მიმდინარეობს”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები