ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გოგიჩაიშვილმა და ვიკა ბუკიამ ტესტზე დადებითი პასუხი დღეს მიიღეს. დეპუტატი მეუღლესთან ერთად ორ დღეს თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ინფიცირება განმეორებითმა ტესტირებამ დაადასტურა.

გოგიჩაიშვილის თქმით, ინფიცირება არ დაუდასტურდათ ბავშვებს. გარდა ამისა, ეპიდემიოლოგებს მან უკვე გადასცა ყველა კონტაქტი. როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, ის თბილისიდან არ გასულა და არ იცის ინფიცირების წყარო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები